კაბადოკის ხუთ დღიანი ტური 14,15,16,17,18 მაისს

კაბადოკის ხუთ დღიანი ტური 14,15,16,17,18 მაისს

05/14/2024 - 05/18/2024
5 დღე - 650 GEL

ვიწყებთ კაპადოკიის 2024 წლის სეზონს????

ტურის ღირებულება მოიცავს:

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით;
ოთხივე ღამისთევა სასტუმროში;
კაპადოკიის სასტუმრო 5* საუზმე-ვახშამი;
ერზინჯანის სასტუმრო 3* (შუა გზაზე) საუზმე;
პროფესიონალი ქართველი გიდის მომსახურება.

ტურის გამართვის თარიღებია
14-15-16-17-18 მაისი
11-12-13-14-15 ივნისი
25-26-27-28-29 ივნისი
9-10-11-12-13 ივლისი
10-11-12-13-14 სექტემბერი
8-9-10-11-12 ოქტომბერი

ტურის ფარგლებში მოვინახულებთ:
✅ ტაო-კლარჯეთის ტერიტორია - ისტორიული საქართველოს დიდებული ღირსშესანიშნაობა - ბანას კათედრალი;
✅ ოლთისის ციხე; (შევხედავთ ქვევიდან)
✅ ბასიანის ციხე;
✅ ქალაქი ერზრუმი;
✅ ქალაქი ერზინჯანი;
✅ სებასტიის ტბა;
✅ კაიზერი (კესარია) - ვულკანური მთის ქალაქი, ცენტრალური ანატოლიის უმაღლესი მწვერვალი. ერჯისეის ამოფრქვევის შედეგია კაპადოკიის ლანდშაფტი და რელიეფი;
✅ წმ. იოანეს უნიკალურფრესკებიანი ეკლესია - ეს არის ტაძარი, სადაც მოცემულია საოცარი შინაარსის ფრესკები, რომლებსაც ანალოგი არ მოეძებნება მთელს კაპადოკიაში;
✅ ჩავუშინი - იოანე ნათლისმცემლის სახელობის ყველაზე ძველი ეკლესია კაპადოკიაში;
✅ ფაშაბაგები - ადგილი, სადაც ბუნებისა და ღმერთის შემოქმედება ყველაზე მეტად აოცებს მნახველს. აქ არის ულამაზესი ვულკანური წარმოშობის „სოკოები“, რომელიც ტურისტების ყველაზე საყვარელ სანახაობად ითვლება;
✅ დერვენთის სიყვარულის ველი - შეყვარებული და რომანტიული ადამიანების საყვარელი ადგილი;
✅ ულამაზესი ქალაქი ურგუფი - „ტკბილი ტური“ - შეგიძლიათ, დააგემოვნოთ თურქული გემრიელობა და იშოპინგოთ მაღაზიებში, სადაც ლახათ-ლუხუმისა და სხვა ტკბილეულის თავბრუდამხვევი არჩევანია;
✅ საჰაერო ბუშტების ზღაპრული სანახაობა - ასეულობით ფერად-ფერადი გიგანტური ბუშტი კაპადოკიის ცაზე;
✅სოღანლის ხეობა - კაპადოკიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დასახლება. სწორედ ამ ხეობაშია უანალოგო, შიგნიდან და გარედან ქვაშიგამოკვეთილი გუმბათიანი, საოცარი ფრესკებითა და მიწისქვეშა სამალავებით შემკული ეკლესიები;
✅ დერინქუ - ყველაზე ღრმა მიწისქვეშა ქალაქი;
✅ იჰლარას ხეობა - აქ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ სილამაზითა და სიბრძნით გამორჩეული ქართველი დედოფლის, გურჯი ხათუნის დიდებულ და ტრაგიკულ ცხოვრებას;
✅ ქალაქი ავანოსი - კერამიკის სახელოსნოებით განთქმული ტერიტორია. კერამიკის საამქროში გვაჩვენებენ მასტერკლასს, რომელშიც თავადაც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება;
✅ გორემე - კაპადოკიის კიდევ ერთი, დიდი ისტორიის მქონე ქალაქი;
გორემეს ღია და დახურული მუზეუმები - თურქეთის მასშტაბით, სტამბოლის აია-სოფიას შემდეგ, ეს კულტურული ძეგლი ვიზიტორთა რაოდენობით მეორეა;
✅ უჩჰისარის მწვერვალი - ყველაზე მაღალი წერტილი კაპადოკიაში;

ტურის აღწერილობა:

დღე I 

05:00 გასვლა თბილისიდან - ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ადგილიდან;
10:00- საზღვრის კვეთა კარწახის საბაჟოდან;
✅ ბანას კათედრალი;
✅ ოლთისის ციხე;
✅ ბასისნის ციხე;
✅ ქალაქი არზრუმი;
✅ ქალაქი ერზინჯანი.
20:00 - დაბინავება სასტუმროში, ქ. ერზინჯანი.

დღე II 

08:00 - საუზმე სასტუმროში და გამგზავრება კაპადოკიის მიმართულებით;
✅ სებასტიის ტბა, სადაც ეწამა 40 სებასტიელი მოწამე;
✅ კაიზერი (კესარია) - ვულკანური მთა ერჯისეი;
✅ დერვენთის სიყვარულის ველი;
✅ ფაშაბაგები - წმ. სვიმეონ მესვეტის სვეტი და ეკლესია;
✅ ჩავუშინი - იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია და პანორამული ხედები.
20:00 - დაბინავება და ვახშამი სასტუმროში.
სურვილის მიხედვით, გავემგზავრებით ლამაზ ქალაქ ავანოსში, სადაც ჩვენი თვალით ვნახავთ, თუ როგორ მზადდება კაპადოკიური კერამიკა.

დღე III 

✅ 05:00 - მსურველებისთვის საჰაერო ბუშტების ზღაპრული სანახაობა;
08:00 - საუზმე სასტუმროში
✅ იჰლარას ხეობა - გურჯი ხათუნის დაკვეთით შექმნილი წმ. გიორგის ტაძარი;
✅ დერინქუ - მიწისქვეშა ქალაქი;
✅ სოღანლის ხეობა;
20:00 - ვახშამი სასტუმროში.
მსურველებისთვის გასეირნება ქალაქ ურგუფში - „ტკბილი“ ტური.

დღე IV 

08:00 - საუზმე სასტუმროში და სასტუმროს დატოვება.
✅გორემეს ღია და დახურული მუზეუმები;
✅ უჩჰისარის მწვერვალი;
✅ ტური დასრულდება წმ. იოანეს უნიკალურფრესკებიანი ეკლესიით;
გამგზავრება ქ. ერზინჯანის მიმართულებით.
20:00 - დაბინავება სასტუმროში, ქ. ერზინჯანი.

დღე V 

08:00 - საუზმე სასტუმროში და გამგზავრება თბილისის მიმართულებით;
01:00 - დაბრუნება თბილისში.

ტურის ღირებულება 650 ლარი

ღირებულებაში შედის:
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით;
ოთხივე ღამისთევა სასტუმროებში - ზემოთ მითითებული კვებით;
პროფესიონალი ქართველი გიდის მომსახურება;
ფოტო გადაღება
სამხსოვრო ვიდეო რგოლი

❌ ღირებულებაში არ შედის:
მუზეუმების მოსაკრებლები- 2300 ლირა 72 საათიანი აბმონიმენტი რომელიც მოქმედებს ყველა მუზეუმში ერთის გარდა (დღევანდელი კურსით 145 ლარი)
თურქულ საღამოზე დასწრება - 30$ (სურვილისამებრ)
საჰაერო ბუშტი 100 ევრო (10 მსურველის შემთხვვაში)
მითითებული კვების გარდა, სხვა კვება.

თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადიდან თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება და არც სხვა ტურში იცვლება
საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ქონდეს.
ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტის წარდგენის ან სხვა დარღვევის გამო თუ საზღვარს ვერ გადაკვეთავთ, თქვენივე ხარჯებით ბრუნდებით უკან და ტურის თანხაც უკან არ ბრუნდება.
არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა+ ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი (თუ დედა მოყვება) მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)
ტრანსპორტში ადგილების დაჯავშნა არ ხდება წინასწარ, თავად იკავებთ ტურზე მოსვლისას.
1 ადგილიან ნომერში განთავსების მსურველთათვის ტურის ღირებულება გაიზრდება 135 ლარით.

✅ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ტურის ორგანიზატორის მითითებებს.
✅არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტურის მიმდინარეობისას
✅ვითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს,რადგან
ტური ჯგუფურია
✅ცუდ განწყობას ვტოვებთ სახლში

დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დამიკავშირდით:
Viber/WatsApp: 551 11 45 42 გიორგი
ან მომწერეთ ფეისბუქზე https://www.facebook.com/GI.MEKLDEURI99
--------------------------------------------------------------------------
გასვლა რედისონიდან (ველოსიპედის ძეგლი) - 05:00 საათი
დაბრუნება რედისონთან (ველოსიპედის ძეგლი) - 23:30 საათი
--------------------------------------------------------------------------
ტურის ჩატარებამდე ათი დღით ადრე თანხა არ ბრუნდება ტური რომ არ ჩაიშალოს