მოგესალმებით! 12–13 სექტემბერს (შაბათი–კვირა) გოგნის წმინდა გიორგი • ცხრაჯვარი • შაორი • ნიკორწმინდა • ბარაკონი • მრავალძალი • ღები • გონა და ა.შ

მოგესალმებით! 12–13 სექტემბერს (შაბათი–კვირა) გოგნის წმინდა გიორგი • ცხრაჯვარი • შაორი • ნიკორწმინდა • ბარაკონი • მრავალძალი • ღები • გონა და ა.შ

09/12/2026 - 09/13/2026
2 დღე - 190 GEL

GI TOURS გეპატიჟებათ რაჭის დაუვიწყარ 2-დღიან ტურში! 

12–13 სექტემბერი
 ტურის ღირებულება: 190 ლარი

✨ იმოგზაურეთ GI TOURS-თან ერთად ულამაზეს რაჭაში — მხარეში, სადაც საოცარი ბუნება, უძველესი ტაძრები, მადლიანი სალოცავები და კავკასიონის შთამბეჭდავი ხედები ერთ დაუვიწყარ მოგზაურობაში ერთიანდება! ?️?

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

პირველი დღე — იმერეთი და რაჭის ულამაზესი ადგილები

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

გოგნის წმინდა გიორგის კარუგდებლის სალოცავი — განსაკუთრებული მადლის მქონე სალოცავი, რომელსაც უშვილოთა შემწედ მიიჩნევენ;

 ნაქერალას უღელტეხილი — ულამაზესი გზა და თვალწარმტაცი პანორამული ხედები;

ცხრაჯვარი — რაჭისა და იმერეთის შთამბეჭდავი ხედებით გამორჩეული ადგილი;

შაორის წყალსაცავი — რაჭის ბუნების ერთ-ერთი ულამაზესი მარგალიტი;

ნიკორწმინდის ტაძარი — ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი, უნიკალური ჩუქურთმებითა და სულიერი სიდიადით;

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი — რიონისა და ლუხუნის შესართავთან აღმართული ქართული არქიტექტურის მშვენება;

მრავალძალის სასწაულმოქმედი წმინდა გიორგის ეკლესია — რაჭის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მადლიანი სალოცავი.

? გადმოცემის თანახმად, როდესაც სოფელს ოსმალთა ჯარი მიუახლოვდა, მოულოდნელად ჩამოწვა სიბნელე და ნისლი. მტერმა გზა ვეღარ დაინახა, მიმართულება აერია და მეომრები ჭოლევის კლდიდან ცვიოდნენ. შეშინებულმა მომხდურებმა ლოცვა დაიწყეს, რის შემდეგაც ნისლი გაიფანტა და მათ წინ წმინდა გიორგის ტაძარი გამოჩნდა. სწორედ ამ სასწაულს უკავშირდება მრავალძალის სალოცავის განსაკუთრებული ძალის შესახებ არსებული თქმულება.

ჭოლევის ტბა — სიმწვანეში ჩაფლული მშვიდი და ულამაზესი ადგილი.

ტბამდე და უკან ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში დაახლოებით 4 კილომეტრია — უმარტივესი და სასიამოვნო სასეირნო მარშრუტი.

 საღამოს განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში და დასვენება.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

 მეორე დღე — ზემო რაჭის საოცარი ბუნება

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

 ამბროლაური — დილით გამგზავრება ზემო რაჭის მიმართულებით;

ონის სინაგოგა — საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული და კულტურული ძეგლი;

უწერის მინერალური წყაროები — ბუნებრივი სამკურნალო წყაროებით ცნობილი კურორტი;

ღები — ზემო რაჭის გამორჩეული მთის სოფელი, უძველესი ისტორიითა და შთამბეჭდავი ბუნებით;

გონა — ულამაზესი მთის სოფელი და დაუვიწყარი ხედები კავკასიონის მწვერვალებზე.

საღამოს გამოვემგზავრებით თბილისის მიმართულებით.

თბილისში დაბრუნების სავარაუდო დრო: 23:30 საათი.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

ტურის ღირებულება: 190 ლარი

ღირებულებაში შედის:

მგზავრობა ძალიან კომფორტული მიკროავტობუსით;
საოჯახო ტიპის სასტუმროში განთავსება — 1 ღამე;
გიდის მომსახურება;
პროფესიონალური ფოტოგადაღება;
მოგზაურობის სამახსოვრო ვიდეორგოლი.

ღირებულებაში არ შედის კვება.

სურვილის შემთხვევაში, საკვებს წამოვიღებთ და ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

ორგანიზაციული დეტალები

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

შეკრების ადგილი: სასტუმრო „რედისონთან“, ველოსიპედის ძეგლთან;
უახლოესი მეტრო: რუსთაველი;
შეკრების დრო: 06:15 საათი;
თბილისიდან გასვლა: 06:30 საათი;
დაბრუნება: 13 აგვისტოს;
თბილისში დაბრუნების სავარაუდო დრო: 23:30 საათი.

⚠️ გთხოვთ, შეკრების ადგილზე დროულად გამოცხადდეთ — დაგვიანებულ მონაწილეებს ჯგუფი ვერ დაელოდება.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

⚠️ მნიშვნელოვანი წესები

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

♻️ გავუფრთხილდეთ გარემოს და არ დავანაგვიანოთ;
⏰ არ დავიგვიანოთ შეკრების ადგილზე;
ტურზე არ მოვიდეთ ნასვამ ან ნაბახუსევ მდგომარეობაში;
ტრანსპორტში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია;
დავიცვათ ორგანიზატორისა და გიდის მითითებები.

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია — დაჯავშნეთ წინასწარ!

 საკონტაქტო ინფორმაცია:

✔️ ტელეფონი: 551 11 45 42
✔️ Viber / WhatsApp: 551 11 45 42 — გიორგი
✔️ ელფოსტა: info@gitours.ge
✔️ ვებგვერდი: www.gitours.ge
✔️ Facebook: https://www.facebook.com/GI.TOURS.GE
✔️ ორგანიზატორის პირადი პროფილი:
https://www.facebook.com/G.Iakobashvili — დაგვიმეგობრდით!

━━━━━━━━━━━━━━━━━━━

? ორი დღე რაჭის მთებში — ულამაზესი ბუნება, მადლიანი სალოცავები, ისტორიული ძეგლები და ემოციები, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ!

სიყვარულით, GI TOURS — იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად! ?

#GITOURS #რაჭა #რაჭისტური #მრავალძალი #ჭოლევისტბა #ცხრაჯვარი #შაორი #ნიკორწმინდა #ბარაკონი #ონი #უწერა #ღები #გონა #იმოგზაურესაქართველოში