#ყარსი#ანისი#ვანი#დოგუბაიაზიტი 13-14-15-16 მარტი 4 დღიანი ტური
✅ტურის ღირებულება - 550 ლარი
ტურში მოსანახულებელი ადგილები:
✅ქალაქი ყარსი
✅ყარსის ციტადელი
✅ყარსის 12 მოციქულის ეკლესია
✅ყარსის არქეოლოგიური მუზეუმი
✅კავკასიური ცეკვების საღამო ყარსში (სურვილისამებრ)
✅ყარსის ყველის მუზეუმი
✅ანისის ნაქალაქარის კომპლექსი
✅ქ. თუშფა - ვანის ციხე
✅აღთამარი (Akdamar) - ვანის ტბის კუნძული და წმინდა ჯვრის ეკლესია
✅მურადიეს ჩანჩქერი
✅ქ. დოგუბაიაზიტი - ისჰაკ-ფაშას სასახლე
I დღე - გასვლა 01:00 საათზე (ველოსიპედის ძეგლი)
✔️გადავკვეთთ ვალეს საზღვარს და ვაგრძელებთ გზას დოგუბაიაზითისკენ.
✔️ისჰაკ-ფაშას სასახლე - სასახლის მშენებლობა 1685 წელს დაიწყო და 99 წლის შემდეგ დასრულდა. სტამბოლის თოფ-ქაფის სასახლის შემდეგ ყველაზე მდიდრული სასახლეა.
✔️მურადიეს ჩანჩქერი - აქ კი გვექნება საოცარი ფოტოსესია
✔️შემდეგ გამგზავრება ვანში და დაბინავება სასტუმროში
II დღე - საუზმე დილის 08:00 საათზე.
09:00 საათზე გასვლა სასტუმროდან და ვიწყებთ ვანის ტურს
✔️ვანის ციხე
✔️ვანის ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის მუზეუმი (დროის ქონის შემთხვევაში)
✔️ვანის ტბა - გამოიყურება როგორც ზღვა. ის თურქეთში არის არის ყველაზე დიდი ტბა - 3713 კვ/მ ფართობის.
✔️აღთამარის - (თურქულად - Akdamar) ვანის ტბის კუნძული, სომეხი მეფეების - არწრუნების რეზიდენცია. კუნძულზე შემორჩენილია X საუკუნის სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა ჯვრის ეკლესია.
✔️კატერით გასეირნება ვანის ტბაზე.
✔️დაბრუნება სასტუმროში და თავისუფალი დრო.
III დღე - 08:00 საათზე საუზმე
✔️ანისის ნაქალაქარის კომპლექსი - 1001 ეკლესიის ქალაქი-მუზეუმი, სადაც ვნახავთ უამრავ ტაძრებს. მოვინახულებთ ქართულ ტაძარს, სადაც წმინდა ნინოს უძველესი ფრესკაა დაცული. 961-1045 წლებში ანისი იყო ბაგრატუნთა სამეფო ქალაქი. 1236 წელს ანისი მონღოლებმა დაარბიეს, მაგრამ უფრო დიდი ზიანი 1319 წლის დამანგრეველმა მიწისძვრამ მიაყენა. 2016 წელს ანისი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში
✔️გამგზავრება ყარსში და დაბინავება სასტუმროში
✔️ყარსის ყველის მუზეუმი
✔️საღამოს დავესწრებით ყარსში კავკასიური ცეკვების საღამოს.
IV დღე - 08:00 საათზე საუზმე სასტუმროში.
✔️ყარსის ციტადელი
✔️ყარსის 12 მოციქულის ეკლესია - ამჟამად მეჩეთი
✔️ყარსის არქეოლოგიური მუზეუმი
თბილისში დაბრუნება დაახლოებით 23:00 - 24:00 საათზე.
ტურის ღირებულებაში შედის:
✅ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო-ავტობუსით ან ავტობუსით, გამოცდილი მძღოლით.
✅შიდა გადაადგილებები ტურის ფარგლებში.
✅გიდის მომსაზურება
✅2 ღამე - ქალაქ ვანის სასტუმროში
✅1 ღამე - ყარსის სასტუმროში
✅საუზმე სასტუმროებში
✅ფოტო გადაღება
✅სამხსოვრო ვიდეო რგოლი
✅2 და 3 ადგილიან ნომრებში განთავსება
ღირებულებაში არ შედის:
-კვება ტურის განმავლობაში, გარდა საუზმისა.
-მუზეუმების ბილეთების და სხვა მოსაკრებლები - 125 ლარის (ექვივალენტი თურქულ ლირაში)
-კავკასიური ცეკვების საღამო - 20 დოლარი ან (700 თურქული ლირა)
P.S. მრგობრებო ბილეთების ფასები ხშირად იცვლება თურქეთში და შეიძლება დაგვხვდეს მცირე ცვლილება.
გასათვალისწინებელი პირობები:
✔️თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადიდან თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება;
✔️თუ ტურს სხვადასხვა მიზეზების გამო ან არასაკმარისი მონაწილეების რაოდენობის გამო გაუქმდა, ჩვენი მხრიდან თანხა სრულად დაბრუნდება.
✔️საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს.
✔️ვადაგასული ან არასაკმარისი ვადის მქონე ID ბარათის ან პასპორტის, ან სხვა დარღვევის გამო თუ საზღვარს ვერ გადაკვეთთ, თქვენივე ხარჯებით ბრუნდებით საზღვრიდან უკან.
✔️არასრულწლოვნებისთვის (რომელსაც ახლავს ორივე ან ერთ-ერთი მშობელი) საჭიროა პასპორტთან ან ID ბარათთან ერთად დაბადების მოწმობის დედანი.
✔️არასრულწლოვანი, რომელიც მიჰყავს სხვა ვინმე მინდობილ პირს, ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად საჭიროა ერთ-ერთი მშობლის მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული.
-ვმოქმედებთ ჯგუფურად და ვითვალისწინებთ ტურის ორგანიზატორის მითთებებს.
-მგზავრობის დროს ტრანსპორტში არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს.
-ვითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესს, რადგან ტური ჯგუფურია.
-ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ
-------------------------------------------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დამიკავშირდით:
Viber/WatsApp: 551 11 45 42 გიორგი
ან მომწერეთ ფეისბუქზე https://www.facebook.com/Gi.Mekldeuri/