@GITOURS.GE გთავაზობთ ჯგუფურ ტურს ✈️ საბერძნეთში / სალონიკი - სუროტი - მეტეორას მიმართულებით 795 ლარიდან ✈️ ??
ტურის ჩატარების თარიღები:
7-8-9-10 ნოემბერი
14-15-16-17 ნოემბერი
21-22-23-24 ნოემბერი
I დღე :
?20:30 სთ. ქუთაისის აეროპორტიდან გამგზავრება სალონიკის მიმართულებით
? 21:20 სთ. ჩაფრენა სალონიკის აეროპორტში, ტრანსფერი სასტუმროში.
II დღე:
✔ 10:00 გამგზავრება სუროტში - იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში - ეს არის ადგილი, სადაც დაკრძალულია წმინდა მამა პაისი ათონელი
✔ - ბიზანტიური კულტურის მუზეუმი
✔- გიორგიოს ზოგოლოპულოსის ქოლგები - ინსტალაცია განლაგებულია სალონიკის სანაპირო ბულვარში
✔ თეთრი კოშკი - არის სალონიკის ყველაზე ცნობილი სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიული ნაგებობა, თეთრი კოშკი აშენდა XV საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის პერიოდში, რათა სალონიკის ნავსადგური და ქალაქის პერიმეტრი დაეცვა
✔ სურვილის შემთხვევაში 40 წუთიანი კრუიზი ეგეოსის ზღვაზე
✔ აია სოფიას ტაძარი - სალონიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ქალაქის სიმბოლოდ ითვლება, ტაძარი აღიმართა VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს მმართველობის პერიოდში
✔ - არისტოტელეს მოედანი სალონიკის ყველაზე ცნობილი და ცენტრალური მოედანია, რომელიც ქალაქის სოციალური და კულტურული ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს. მოედანზე დგას არისტოტელეს ქანდაკება, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმბოლოა.
ლეგენდის თანახმად, არისტოტელეს ქანდაკების ცერა თითის შეხება და სურვილის ჩაფიქრება წარმატებას და სურვილის ახდენას მოგიტანთ. ეს ტრადიცია მოედანზე ტურისტებისა და ადგილობრივების განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია და ხშირად ქანდაკებასთან ადამიანები ფოტოს გადასაღებად იკრიბებიან
✔ ტურის ბოლოს დავაგემოვნებთ ბერძნულ სამზარეულოს.
III დღე:
08:00 – პილიგრიმული ტური: გამგზავრება მეტეორასკენ
მეტეორას ტურის განმავლობაში ვესტუმრებით და მოვილოცავთ შემდეგ მონასტრებს:
✔ ფერისცვალების მონასტერი (დიდი მეტეორა)
✔ ღირსი ვარლაამის მონასტერი
✔ წმინდა სტეფანეს
ან წმინდა სამების მონასტრები
✔ საღამოს დაბრუნება სალონიკში
IIII დღე:
✔ მცირე საფეხმავლო ტური ანოპოლის უბანში - წარმოადგენს სალონიკის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულ უბანს, რომელიც ცნობილია თავისი ტრადიციული ბერძნული ხასიათით და კულტურული მნიშვნელობით
✔ წმ დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი - აშენდა IV საუკუნეში, რომაული აბანოების ნანგრევებზე, იმ ადგილას, სადაც წმინდა წმინდა დემეტრე წამებით აღესრულა, შესაძლებლობა გვექნება მივუახლოვდეთ წმინდა ნაწილებსა და მის მირონმდინარე საფლავს
✔გალერიუსის თაღი "კამარა" აიგო რომის იმპერატორის გალერიუსის ბრძანებით 298–299 წლებში. ეს იყო საზეიმო თაღი, რომელიც იმპერატორის სამხედრო მიღწევებს წარმოადგენდა.
✔ როტონდა - აშენდა მეორე საუკუნეში რომის იმპერატორ გალერიუსის ბრძანებით, როგორც სამარხი ან სარიტუალო ნაგებობა. ბიზანტიის პერიოდში როტონდა წმინდა გიორგის ტაძრის სახელით იყო ცნობილი.
ოსმალეთის მმართველობის დროს ნაგებობა მეჩეთად გადააკეთეს და მას მინარეთიც მიაშენეს, რომელიც დღემდე შემორჩენილია.
დღეს იგი მოქმედი მუზეუმია
✔ ციმისკის ქუჩა - საშოპინგოდ
✔ 18:00 სთ ტრანსფერი აეროპორტში
✔ 21:55 სთ, გამოგზავრება ქუთაისის მიმართულებით
✔ დაბრუნება თბილისში
ტურის ღირებულება:
795 ლარი
❗ ფას(ებ)ი ცვალებადია ავიაბილეთების ფასის ცვლილებიდან გამომდინარე, (დაჯავშნამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ ოპერატორთან)
ღირებულებაში შედის:
✅ორმხრივი ავიაბილეთი ქუთაისი - სალონიკი - ქუთაისი
✅3* იანი სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
✅დილის საუზმე
✅ხელბარგი 10 კგ.
✅სამოგზაურო დაზღვევა
✅ტურ-ლიდერის მომსახურება სრული ტურის განმავლობაში
✅სამახსოვრო ვიდეო რგოლი
☀ ღირებულებაში არ შედის:
❌ სამუზეუმო და მეტეორას მონასტრებში შესვლის მოსაკრებელი დაახლოებით 25 ევრომდე.
❌ ტრანსფერი ( სალონიკის აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი) და კომფორტული ტრანსპორტის მომსახურება სუროტი - მეტეორას ტურზე - 130 ევრო (სავალდებულო)
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
✔️ ფასი მოცემულია 1 ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში.
✔️ ტურის ღირებულება დაანგარიშებულია ავიაბილეთების მიმდინარე ფასით, მოგზაურობის მოახლოებასთან ერთად, ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომაც სასურველია - დროულად დაჯავშნოთ ტური
✔️ დასაჯავშნად თავდაპირველად გვირიცხავთ ( 400 ლარს) - დანარჩენს სრულად ტურამდე 2 კვირით ადრე
✔️ ავიაკომპანიის მხრიდან რაიმე ხარვეზზე - პასუხს არ აგებს ტურისტული კომპანია
✔️ საზღვარის კვეთისთვის აუცილებელია საზღვარგარეთის პასპორტი (მინიმუმ 6 თვიანი მოქმედების ვადით)
❌გაითვალისწინეთ!
⚠️ თუ თქვენი მიზეზით ვერ მოდიხართ ტურზე გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება არც ერთ ეტაპზე.
⚠️ ვიაკომპანიის მიერ განხორციელებულ რაიმე ცვლილებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მომხმარებელი ვალდებულია მოერგოს აღნიშნულ ცვლილებებს.
----------------------------------------
?დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტურზე დასარეგისტრირებლად დამიკავშირდით:
Viber/WatsApp: 551 11 45 42 გიორგი
ან მომწერეთ ფეისბუქზე https://www.facebook.com/Gi.iakobashvili.hikers